ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ადამიანების ბუნებრივ ჯანმრთელობას და გონება-სხეულის ჰარმონიას

მინდორი დააფუძნა ლიცენზირებულმა ნევროლოგმა ექიმმა ლაშა ჯაყელმა. ლაშა მოღვაწეობდა ამერიკაში ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დარგებში. მისი მზარდი უკმაყოფილების გამო კლასიკური მედიცინის პრაქტიკებით, მან მიატოვა თავისი სამედიცინო პრაქტიკა ამერიკაში, დაბრუნდა საქართველოში და დააფუძნა პირველი გონება-სხეულის გამაჯანსაღებელი ცენტრი ‘’მინდორი’’, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ბუნებრივი გზებით გაჯანსაღებას, დაავადების პრევენციას და ამა თუ იმ დაავადების ძირეულ მკურნალობას.

თვალსაჩინოებისათვის ბუნებრივი მკურნალობა არ გულისხმობს ჰომეოპათიას ან რაიმე ისეთ პრაქტიკას, რომელსაც უახლესი მეცნიერული კვლევები ეფექტურად და/ან უსაფრთხოდ არ ადასტურებენ.

 

რატომ შევქმენით გონება-სხეულის სინერგიული სამკურნალო დანამატები

როგორც გონება-სხეულის მიმდევარი ექიმი, წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ მკურნალობდა თანამედროვე მედიცინა ავადმყოფობებს ცალმხრივად - ან მხოლოდ გონების, ან მხოლოდ სხეულის დონეზე. ეს მიდგომა აისახა საკვებ დანამატებზეც - ტრადიციული დანამატები ფოკუსირდებიან ან მხოლოდ ტვინზე, ან მხოლოდ სხეულზე, მაგრამ არა ორივეზე ერთად.

მაგრამ ჩვენი ორგანიზმი ერთიანი სისტემაა. გონება და სხეული მუდმივ დიალოგში არიან ერთმანეთთან. როდესაც სტრესში ვართ, ეს აისახება როგორც ჩვენს აზროვნებაზე, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე. როდესაც გუნება-განწყობა გვაქვს დაქვეითებული, ეს გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ენერგიაზე. დაბერების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს როგორც გონებისა თუ ტვინის, ისე სხეულის დონეზე.

სწორედ ამიტომ შევქმენით მინდორში სამკურნალო დანამატების სინერგიული სისტემა - თითოეული წყვილი შედგება ორი სამკურნალო დანამატისგან, რომელთაგან ერთი მიმართულია გონების/ტვინის, მეორე კი სხეულის დონეზე მკურნალობისკენ. ეს არ არის უბრალოდ ორი განსხვავებული დანამატის კომბინაცია - ეს არის მეცნიერულად შერჩეული ინგრედიენტების სინერგიული სისტემა, სადაც თითოეული კომპონენტი აძლიერებს დანარჩენების მოქმედებას. ტვინსა და სხეულს სჭირდება სინერგიული მკურნალობა, რადგან ყველა სამკურნალო დანამატს, რაც სხეულზე მოქმედებს, აუცილებლად ტვინში გადასვლის უნარი არ შესწევს, რადგან ტვინი ჰემატოენცეფალური ბარიერთი არის გამოყოფილი დარჩენილი სხეულისგან. 

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების მოხსნა, არამედ ორგანიზმში სრულყოფილი ბალანსის აღდგენა და ძირეული მკურნალობა. ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს და ვიცავთ მინიმალური ეფექტური დოზის ოქროს პრინციპს - ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინგრედიენტი წარმოდგენილია იმ დოზით, რომელიც საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღწევად, მაგრამ არ იწვევს ორგანიზმის გადატვირთვას და გვერდით ეფექტებს.

ჩვენი პროდუქტები შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებენ ბუნებრივ, უსაფრთხო და ეფექტურ გზას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ნამდვილი გამოჯანმრთელება მოითხოვს მთლიანი ორგანიზმის მკურნალობას, როგორც გონების, ისე სხეულის დონეზე.

ექიმი ლაშა ჯაყელი
გონება-სხეულის მედიცინის სპეციალისტი
მინდორის დამფუძნებელი