SHOP BY NEED
ხარისხის კონტროლი
უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი
მინდორში საკვები დანამატების უსაფრთხოება და ხარისხი ყურადღების ცენტრშია. ჩვენ გთავაზობთ საკვებ დანამატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ და აჭარბებენ უსაფრთხოებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრ რეგულატორულ მსოფლიო ნორმებს.
მინდორის ყველა საკვები დანამატი დამზადებულია GMP (Good Manufacturing Practices) ხარისხის კონტროლის ქვეშ და კონსისტენტურად მოწმდება უსაფრთხოებაზე და ხარისხზე. GMP სერთიფიცირებული პრაქტიკა უზურნველყოფს, რომ საკვები დანამატების ყოველი ბეჯი იყოს თავისუფალი მძიმე მეტალებისგან, ტოქსინებისგან, ობისგან, ქიმიკატებისგან ან სხვა რაიმე ისეთი მავნე ნივთიერებისგან, რომლის მიღებაც ორგანიზმის ზიანის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
მესამეული პირის შემოწმება
მინდორის ყველა საკვები დანამატი გადის მესამეული პირის შემოწმებას (Third-Party Testing)დამოუკიდებელ ლაბორატორიებში, რათა გადამოწმდეს სისუფთავე, საკვები დანამატების ეფექტურობა, პოტენციურობა და უსაფრთხოება. ჩვენი საკვები დანამატები რეგულარულად მოწმდება პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, ბაქტერიებზე და სხვა ტოქსინებზე, რომლებიც ჯანმრთელობის ზიანის შემცველი შეიძლება იყოს.
მეცნიერულად შემუშავებული
მინდორის საკვები დანამატების რეცეპტები ეყრდნობა საკვები დანამატების ირგვლივ ჩატარებულ უახლოეს სამეცნიერო კვლევების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემებს. მინდორის საკვები დანამატები არ შეიცავს საჭიროზე მაღალკონცენტრაციას და მიჰყვება ‘’მინიმალური ეფექტური დოზის’’ პრინციპს.
მოლეკულურად გაწმენდილი
ისეთი საკვები დანამატები, როგორიცაა მაგალითად, ომეგა-3 EPA500, გადის ეგრედწოდებულ დაბალი ტემპერატურის მოლეკულური გაწმენდას, რათა თავისუფალი იყოს ვერცხლის წყლისგან, მძიმე მეტალებისგან, პოლიქლორირებული ბიფენილებისგან (PCBs) და სხვა. ეს პროცესი უზურნველყოფს, რომ ჩვენიმომხმარებელი იღებდეს მაქსიმალურად სუფთა და უსაფრთხო ფორმას ომეგა-3-ის.
გარემოზე ზრუნვა და ეთიკური მეურნეობა
გარემოზე და ცხოველებზე ზრუნვა მინდორის ერთ-ერთი ძირეული ფასეულობა და მისიაა. ჩვენი საკვები დანამატები მზადდება და მოდის ისეთ საწარმოში, რომელიც მიჰყვება ეთიკური მეურნეობის პრინციპებს, რაც ითვალისწინებს მეურნეობისას ფლორასა და ფაუნაზე ზრუნვას, მეურნეობის პროცესში სხვადასხვა ცხოველისა თუ მცენარის პრეზერვაციას და არ ზიანს. ჩვენი საკვები დანამატებისმწარმოებელი არ იყენებს პესტიციდებს ან სხვა ისეთ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც გარემოს, კერძოდ ცხოველების სიცოცხლისათვის შეიძლება აღმოჩნდეს საშიში და ხელს უწყობდეს მათ გადაშენებას.
ხარისხისა და უსაფრთხოების სრულყოფილი სერთიფიკატების მოთხოვნა შეგიძლიათ იმეილზე:mindori@drlashajakeli.com